თანამედროვე კაზუალური თამაშების სამყაროში ძნელია ვინმე გააკვირვო ორიგინალური იდეებით ან თუნდაც ძველი იდეების ახლებური ინტერპრეტაციებით, მაგრამ ჟანრის „ხელმარჯვე ოსტატები” დროდადრო მაინც ახერხებენ ჩვენს გაოცებას. World of Goo საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერ „კონსერვატიულ” ჟანრში შეიძლება დაუბეროს სიახლის ნიავმა. თამაში არ იგონებს ველოსიპედს და მასში არაფერია ისეთი, რაც ადრე არ ყოფილა. ის არც ჟანრის ჩარჩოების მსხვრევას და უკიდეგანო სივრცეებში გაჭრას ცდილობს. უბრალოდ, მისი ავტორები კიდევ ერთხელ გვახსენებენ ლოგიკური არკადის მთავარ პრინციპს - ის უნდა იყოს სახალისო და მიმჯაჭველი. ხოლო ნებისმიერი არკადა კიდევ უფრო სახალისო ხდება, თუ მასში დამატებულია იუმორის დოზა.
მემგონი ყველამ იცის უკვე ეს თამაში. დიდი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს მასშტაბით. რამოდენიმე მოხალისემ გადავწყვიტეთ გაგვექართულებინა თამაში, ხოდა აი რელიზის დროც დადგა. გთავაზობთ თამაშს გაქართულების პატჩით. მემგონი კარგად გამოგვივიდა :clap:
მომავალშიც ვგეგმავთ განვაგრძოთ მსგავსი პროექტების კეთება. ტესტირების რეჟიმშია:
Luxor 3
გეგმაშია:
Max Payne
Half Life - Portal