ორიგინალური სათაური: 13 ცამეტი შინაარსი: გელა ბაბლუანის კინოფილმი დაწერილი და გადაღებულია 2005 წელს. ეს ფილმი ბაბლუანის სრულმეტრაჟიანი ფილმის სარეჟისორო დებიუტი აღმოჩნდა. ფილმი ასევე დებიუტი გახდა რეჟისორის ვაჟის გიორგი ბაბლუანისთვის, რომელიც სებასტიანის როლს ასრულებს. ფილმი გადაღებულია შავ-თეთრად, ნუარის სტილში, სიუჟეტი თანდათან იძაბება და კულმინაციას მთავარ სცენაში აღწევს. ზოგიერთი კრიტიკოსის შედარებით ეს ნამუშევარი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ფინჩერის სტილს წააგავს. შესაბამისად გაჩნდა ჭორები ამ ფილმის ამერიკული რიმეიკის ჩანაფირქზე, რომელშიც შესაძლოა ბრეტ პიტმა შეასრულოს სებასტიანის როლი. თბილისში ფილმის პრემიერა 2006 წლის 11 მაისს მოეწყო